გეგმა

გაკვეთილის თემა
გვხვდება  თუ არა მაღალი და დაბალი  შაირის მონაცვლეობა ,, ვეფხისტყაოსნის“ერთი სტროფის ფარგლებში

სწავლების საფეხური
მე-9 კლასი



მოსწავლეთა პროფილი
22 მოსწავლე .კლასში არ არის განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე  , ძნელადაღსაზრდელი მოსწავლე

გაკვეთილის მნიშვნელობა / აქტუალობა
მოსწავლეებს წინარე ცოდნის გამოყენებით უვითარდებათ ანალიტიკური აზროვნებისა და ლიტერატურული თეორიის გამოყენებით მსჯელობის , კვლევის უნარ-ჩვევები. შედარება-შეპირისპირების ხერხების ფლობა. ჯგუფებში მუშაობის გამოცდილება. პრეზენტაციისა და პრეზენტატორის როლის მორგება.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მიღებული ცოდნის გამოყენების უნარის შემოწმება. კვლევის უნარის განვითარება. ჯგუფში მუშაობისთვის ჩვევების განვითარება.კომუნიკაბელურობაზე ხელშეწყობა.  მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა  რთული ტექსტის ენობრივ თავისებურებებზე, კითხვის მიზნის შესაბამისობაში მოყვანა, საკუთარი აზრის გამოთქმა, სხვისი აზრის მოსმენა-გათავისება.
წინარე ცოდნა
შაირის სახეები, მათი გრაფიკული გამოსახვა. ჯგუფებში მუშაობა.
შეფასების საგანი და პროცედურები
მასწავლებელი აკვირდება, სწორი დასკვნა გამოიტანეს თუ არა ჯგუფებმა. მისი დაკვირვება ჯგუფების მუშაობაზე, დროის ლიმიტზე, დასკვნით პრეზენტაციაზე.  ზეპირი და სქემატური პრეზენტაცია, მსჯელობა.  ვიყენებთ განმსაზღვრელ შეფასებას.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, სამუშაო ფურცლები და კალმები. ჯგუფში მუშაობის ინსტრუქცია ტვალსაჩინო ადგილზე.  საპრეზენტაციო უნარების შეფასების რუბრიკა ტიტოეული ჯგუფისთვის. კოგნიტური სქემა დაფაზე.
გაკვეთილის მსვლელობა და საშინაო დავალება
მაწავლებელი აცნობს მიზანს და ამოცანებს, აქტივობებს. სთხოვს , გაიხსენონ  დაბალი და მაღალი შაირი.  ყოფს   კლასს  ჯგუფებად (  5 ჯგუფი) სამუშაოს შესრულების შემდეგთითო ჯგუფიდან პრეზენტატორი წარმოადგენსკვლევის შედეგებს  და ავსებენ კოგნიტურ სქემას.  მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს, აფასებსთითოეული ჯგუფის პასუხს და მატ მიერ შევსებულ  შეფასების  რუბრიკას.  დავალებად  აძლევს  :  გამოიკვლიონ ,, ანდერძის გრამატიკა“.


ilia
View more presentations or Upload your own.

Комментариев нет:

Отправить комментарий